რეგიონული განვითარების სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე დაპირისპირებაში ვერ ჩაერევა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე დაპირისპირებების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებია და რეგიონული განვითარების სამინისტრო მათ მუშაობაში ვერ ჩაერევა.
,,ეს არის პროცესი რომელიც ხშირად საზოგადოებიდან ადგილობრივი მოქალაქეებიდან მოდის. აღმასრულებელი ხელისუფლება და კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო ამ პროცესში ჩართული ვერ იქნება, რადგან სამინისტროს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება ჩაეროს უხეშად ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის განხორციელებაში. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ რეგიონული განვითარების საკითხების განვითარებაზე ვმუშაობთ და ადგილობრივი თვითმართველობები დამოუკიდებელი ორგანოებია", - განაცხადა ნარმანიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ,,პოლიტიკური დუღილის პროცესი მალე ჩაწყნარდება".
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ადილობრივ თვითმმართველობებში ,,ნაციონალურიო მოძრაობისა" და ,,ქართული ცონების" აქტივისტებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.