თეა თუთბერიძე ირწმუნება, რომ სასჯელაღსრულების ნომერ მეორე დაწესებულებაში, გვიან ღამით, ბაჩო ახალაიას ე.წ. კანონიერი ქურდები უყვიროდნენ. თუთბერიძის განცხადებით, ახალაიას მისი მისამართით აგრესიული ფრაზების, მუქარის და ყვირილის ხმა ესმოდა.
თეა თუთბერიძემ ამის შესახებ უკვე აცნობა სახალხო დამცველს და სასჯელაღსრულების მონიტორინგის ჯგუფს. დღეს, ბაჩო ახალაიასთან მისი ადვოკატის ვიზიტიც იგეგმება.