პატიმრების დაუმორჩილებლობის მასობრივი აქციის შეწყვეტა და მდგომარეობის სტაბილიზება ქართველმა "კანონიერმა ქურდმა" ზურაბ ენდელაძემ შეძლო.
ჩელიაბინსკის ოლქში ქალაქ კოეპეისკის მეექვსე გამასწორებელ კოლონიაში ბუნტი დაიწყო. დაახლოებით 250 -მა მსჯავრდებულმა ხელში ჩაიგდო სამეთვალყურეო კოშკი და თავიანთი მოთხოვნები წამოაყენა. მათი მოთხოვნა იყო ციხის ადმინისტრაციის მიერ რეჟიმის შემსუბუქება და საჯარომო იზოლატორიდან რამდენიმე პატიმრის გათავისუფლება. პატიმრებს მხარი მათმა რამდენიმე ეთეულმა ნათესავმა დაუჭირა.
კოლონიის ხელმძღვანელობამ სპევდანიშნულების რაზმის "ომონი"-ს რამდენიმე ავტობუსი გამოიძახა. კოპეისკის ციხის პროტესტს მეზობელ ციხეებში მყოფი პატიმრებიც შეუერთდნენ. მოთხოვნა ყველგან ერთი იყო - ადმინისტრაციის თვითნებობის აღკვეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული დაძაბული მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც ამ საქმეში ქართველი 35 წლის "კანონიერი ქურდი" ზურაბ ენდელაძე იგივე ზურაბ ქუტაისსკი ჩაერია. მან სიტუაციის განმუხტვა და მდგომარეობის სტაბილიზება შეძლო.