ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფება და არაღიარებული ხალხებისა და ერების XI გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ხინთბა გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით უკვე გამოვიდა და საქართველოსა და მისი მოკავშირეების მიერ გატარებული "დისკრიმინაციული პოლიტიკის" შედეგად აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეების უფლებების დარღვევებზე ისაუბრა.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოსვლაში ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული აფხაზეთის მიერსახელმწუფოებრიობის მშენებლობის მიღწევებზე, აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებზე და აფხაზეთს დამოუკიდებლობის ფართო საერთაშორისო აღიარების პერსპექტივებზე",_ იუწყება აფხაზური მხარე.