სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშრობის საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა აცხადებს, რომ ამჟამად აფხაზეთისთვს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი. ეს განცხადება ლაკობამ სოხუმში მიმდინარე სამეცნიერო სემინარზე გააკეთა.
ლაკობას აზრით, ის, რომ ის რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა ჯერაც აღდგენილი არ არის და რომ "რუსეთში ვერ მოიძებნა ავიაკომპანია, რომელიც სოხუმში რეისებს განახორციელებდა - ძალიან უცნაურია".
მან სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით რომ აფხაზეთის საზღვაო პორტები უმოქმედოდაა.
ლაკობამ ასევე განაცხადა, რომ ძალიან კარგად ესმის, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით სომხეთის დაინტერესებული, მაგრამ "ჯერჯერობით, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, ამ პროექტის რეალიზება შეუძლებელია".