ზესტაფონის გამგებელი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დაკავებულია. გეწაძე ქუთაისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. იგი გეწაძე წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
2 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულომ გეწაძე ხმაურიან სხდომაზე რაიონის გამგებლად აირჩია.
გავრცელებული ინფორმაციით, გეწაძე ერთი წლის წინ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალი სხვადასხვა მუხლით წაეყენება. ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც გეწაძეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, არის საქართველოს სს კოდექსის 118 -ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
მეორე მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაეყენება, არის სს კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილი - ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღით. ეს კონკრეტული მუხლი 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეწაძის ბრალდებას დაემატა კიდევ ერთი მუხლი - ეს არის 184 -ე მუხლის პირველი ნაწილი.
პროკურატურაში დაბარებული კახა გეწაძე პირველ ეტაპზე მოწმის სახით იკითხებოდა, მოგვიანებით კი დააკავეს.