"ამნისტიის კანონში უნდა იყოს გაწერილი, რა ფორმით განიხილავს საქმეებს სასამართლო", - განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა ამნისტიის კანონპროექტის კომენტირებისას.
"ამნსტიის პროექტში საკმარისი არ არის მხოლოდ იმის დაწერა, რომელი მუხლით შეიძლება გაუნახევრდეთ სასჯელი პატიმრებს ან ან გათავისუფლდნენ. უნდა გაიწეროს პროცედურა, თუ ვინ უნდა მიაწოდოს სასამარლოს საქმეები, როგორ უნდა განხორციელდეს განხილვა, ეს პროცედურები ამნსტიის პროექტში, რომელიც ვნახე, გაწერილი არ არის", - განაცხადა კუბლაშვილმა, რომელიც ამნსტიის შედეგად ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას გამორიცხავს, რადგან ამნისტიის მიხედვით საპატიმროებს ბევრი პატიმარი არ ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობს.