"ადვოკატებს სასამართლოში სარჩელის შეტანა ელექტრონულად შეეძლებათ", _განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა, აღნიშნა, პროექტის განხორციელება დაახლოებით 2013 წლის მარტიდან განხორციელდება.
"ადვოკატებს, სახელმწიფო ორგანოების, დიდი კომპანიის წარმომადგენლებს ყველას ვისაც სურს, რომ სასამრთლოში სიარულით არ დაიღალონ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ოფისიდან შეავსოს სარჩელის ფორმა და კომპიუტერის საშუალებით გადააგზავნოს სასამართლოში" _ განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე კუბლაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სასამართლოს საქმიანობის ბოლო ათი თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.