პირველი დეკემბრიდან სისხლის სამართლის ყველა საქმეზე აუდიოჩანაეწერის გაკეთება იქნება შესაძლები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით აუდიო ოქმი უკვე ერთი წელია იწერება.
"ყველა დარბაზში, სადაც სისხლის სამართლს პროცესები გაიმართება დაყენებულია შესაბამისი აპარატურა. ნოემბერში მიმდინარეობდა სატესტო სხდომები და უკვე შაბათს, პირველი დეკემბრიდან ჩვენ ვიწყებთ ყველა სისხლის სამართლის საქმის განხილვის აუდიო ჩაწერას", -განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქმეების აუდიო საშუალებებით ჩაწერა სასამართლო სხდომებს უფრო გამჭვირვალეს გახდის და დააჩქარებს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას.
მასალის გამოყენების პირობები