ქალაქ ღაზას მცხოვრებლები, ირანის ისლამურ რესპუბლიკას მადლობას ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის უხდიან. როგორც "ფოქ ნიუსი" იუწყება, პლაკატ-ფოტოებზე, რომელიც იერუსალიმის ცნობილ ალ-აქსას მეჩეთზე გამოფინეს, ისრაელის და პალესტინის დროშებია გამოსახული. ამ ფონზე კი ლოზუნგიც მიაწერეს: "მადლობა ირანს!". ლოზუნგი სამ ენაზეა შესრულებული: ფარსიზე, არაბულად და ივრითზე.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მშვიდობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ისრაელმა და ისლამური მოძრაობის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ღაზას სექტორში ნებისმიერ სამხედრო აქტივობას შეწყვეტდნენ. შეთანხმება ძალაში 21 ნომერის 23 საათიდან შევიდა. ერთი კვირის განმავლობაში მიმდირაე სპეცოპერაციას, რომელსაც ისრაელის არმია ატარებდა, ღაზაში 160 ადამიანის, მათ შორის, 42 ბავშვის და 11 ქალის სიცოცხლე შეეწირა, დაზარალდა დაახლოებით ათას ორასი პალესტინელი.