დიდი ბრიტანეთის მუზეუმი ამერიკელ კოლეგებს იჯარით გადასცემს თავის ერთ-ერთ უძველეს საგანძურს - მეფე კიროსის ცილინდრს. აღნიშნული აქტი ემსახურება აშშ-სა და ირანს შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას და "ურთიერთაღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა".
თიხის ცილინდრი გაკეთებულია სპარსეთში 2500 წლის წინ მეფე კიროსის ბრძანებით. მეფემ მოითხოვა, მასზე გაკეთებულიყო წარწერები მისი წარმატებების შესახებ, ასევე უნდა გამოესახათ ანდერძი შთამომავლობისთვის.
არტეფაკტი XIX საუკუნეში ბაბილონის გათხრებისას იქნა ნაპოვნი. მრავალი მეცნიერი და მკვლევარი მას მიიჩნევს კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის უფლებათა დაცვის პირველ დეკლარაციად. კიროსის ანდერძში აღნიშნულია, რომ უნდა გაუქმდეს მონათმფლობელობა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენის თავისუფლება.
2010-2011 წელს მეფე კიროსის ცილინდრი იჯარის საფუძველზე გამოფენილი იყო თეირანის ეროვნულ მუზეუმში.