გლდანისა #8 დაწესებულების ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება ბრალს დაუსწრებლად დღეს, ან ხვალ წაუყენებენ. როგორც ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა ჯაშუშობაში ბრალდებული ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე არა გულის შეტევით, არამედ წამების შედეგად გარდაიცვალა. თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ალექსანდრე მუხაძესთან ერთად სხვა ოთხი პირიც ფიგურირებს, რომელიც დაკავებულია.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურორმა სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებული ახალი დეტალები უკვე გაახმაურა. კერძოდ: პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ვინმე სისაური დააკავეს, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება , ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. მის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გამოვლინდა. კბილაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში 2012 წლის 14 ნოემბრიდან მიდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის პორველი ნაწილით და 116 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 18 სამკურნალო დაწესებულების რეამინაციურ განყოფილებაში ბრალდებულ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის გარდაცვალებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უიფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულების გლდანის საპყრობილის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძესა და სხვა თანამშრომლებს ამხელენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. აღნიშნულ საქმესთან გაერთიანდა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის 24 სექტემბერს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს შეწყდა დანაშაულების ნიშნების არარსებობის მიზეზით.შეწყვეტილ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იყო, რომ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძეს 2011 წლის 19 სექტემბერს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და იმავე დღეს შესახლებული იქნა გლდანის დაწესებულებაში.სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თეთრაძის სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულის იშემიური დაავადების შედეგად.თეთრაძეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები და ნახეთქი ჭრილობა. საქმეში არსებული მასალით, ზემოთ აღნიშნული დაზიანებები თეთრაძემ მიიღო დაკავებამდე, ანუ 2011 წლის 17 სექტემბრამდე გაურკვეველ ვითარებაში.იმავე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, პირველი სარეჟიმო კორპუსის 53-ე საკანში მარტო მყოფმა ბრალდებულმა თეთრაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო. ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ გამოძახებულ იქნა ექიმი. მისი საკანში მისვლისას თეთრაძე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა #18 დაწესებულებაში.
მიუხედავად ჩატარებული სასწრაფო დახმარებისა, თეთრაძე მიყვანიდან მალევე, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.გვინდა განვაცხადოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში მოტანილი ფაქტები არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.2012 წლის 14 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. დაკითხულ იქნა მრავალი მოწმე.დაკითხულია # 8 დაწესებულების მორიგე ექიმიც, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა #53 საკანში, არამედ ე.წ. კარანტინის ნახევრად სარდაფულ საკანში. მოწმეთა ჩენებებით ირკვევა, რომ ბრალდებული, პატიმარი თეთრაძე გარადაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასჯელაღსრულების დაწესებულების #8 დაწესებულებიდან შინაგანაწესის ნორმების უხეში დარღვევით უკანონოდ გაიყვანეს გლდანის საპყრობილის დირქტორის, ალექსანდრე მუხაძის მანქანით. მანქანაში იმყოფებოდა თავად მუხაძეც. ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველი მოწმეები.დაწესებულების მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ პატიმარი თეთრაძე დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ იმავე მანქანით, იმავე პირების მიერ შემოყვანილ იქნა დაწესებულებაში. ამავე მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ პატიმარი თეთრაძე მანქანიდან მძიმედ გადმოვიდა, იგი წელში იყო მოხრილი და სიარულიც უჭირდა. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსი ტერაშვილმა უჩვენა, რომ მერვე დაწესებულების სარეჟიმო დაწესებულების უფროსის, ოლეგ ფაცაციასა და იმავე დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის, ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით, მან და პატიმარმა სისაურმა პატიმარ სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სცემდნენ დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობა განახორციელეს - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, წამება, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით 30 წუთში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. დადგინდა, რომ დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცრუ ჩვენებები აქვთ მიცემული, ხოლო საექსპერტო დასკვნა, რომელიც არსებობს, არასრული და ზედაპირულია. ამ საქმეზე დღეს დაკავებულ იქნა დანაშულის უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და ალექსი ტერაშვილი, დღეის მდგოიმარეობით, იმყოფებიან პატიმრობაში", - განაცხადა კბილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ალექსანდრე მუხაძეზე ძებნა გამოცხადდება.