ნიუ-იორკის არსებობის ისტორიაში პირველად, ქალაქში დღე-ღამის განმავლობაში ძალადობრივი დანაშაული არ მომხდარა.
პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ორშაბათს პოლიციაში არ შესულა არც ერთი ზარი, 8-მილიონინი მოსახლეობის ქალაქში მკვლელობის, სროლის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ან სხვა ძალადობრივი დანაშაულის შესახებ.
2012 წელს ქალაქში 366 მკვლელობა მოხდა. ამის მიუხედავად, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, წლის მაჩვენელის მიხედვით დანაშაულის დონე 1960 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი იქნება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დანაშაულის კლების მიზეზი დანაშაულის აღკვეთის მიზნით პოლიციის ტაქტიკა გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის ტაქტიკით უკმაყოფილოთა რაოდენობა არც თუ ისე მცირეა, რომელთათვისაც მიუღებელია სამართალდამცავთა მიერ ადამიანების ქუჩაში გაჩერება, მათი შემოწმება და რიგ შემთხვევებში ჩხრეკაც კი. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პოლიცია მეტწილად აფროამერიკელებს და ლათინოამერიკელებს ამოწმებს.