შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გორში დაკავებული იქნა სამი სახელმწიფო მოხელე:
რევაზ თენგიზის ძე კახნიაშვილი_შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
ივანე ვაჟას ძე მიდოდაშვილი_ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი;
ალექსანდრე გრიგოლის ძე ზანგალაძე_შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი.
მათთან ერთად ასევე დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.
რევაზ კახნიაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 20 გრამიანი შპრიცი რომელშიც, სავარაუდოდ მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის 'ბ~ ქვეპუნქტით: ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ითვალისწინებს შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.