შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედაგად, 2012წ 28 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საბარგო განყოფილებასთან ნარკოსაშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე დააკავეს 1970 წელს ქუთაისში დაბადებული, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ „კანონიერი ქურდი" ბადრი გიგლას ძე დ.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მულხის პირველი ნაწილით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.