რასაც ყოველდღე ვხედავთ, არის პირდაპირი ზეწოლა თვითმმართველობებზე, აქტივისტების მიქსევა და თვითმმართველობის გადაქაჩვის მცდელობა". ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე განაცხადა.
მისი თქმით, სახიფათოა, რომ ამ პროცესში ჩართულია სახელმწიფო უწყებები.
"თვითმმართველობის უმეტეს ორგანოებში შესულია ფინანსური პოლიცია და ეს პროცესი რეგიონებში განსაკუთრებით აღვირახსნილად მიმდინარეობს", - განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, რეგიონებში მიმდინარეობს ფინანსური შემოწმების აღვირახსნილი პროცესი, რომელსაც თბილისიდან ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე "ყოფილი ლეგიონერი" გიგა ახვლედიანი კურირებს.
"სახელმწიფომ ორ თვეში უკვე რეპრესიული აპარატი ჩამოაყალიბა და თვითმმართველობებს ჰყავს ახალი ჯალათი სახელად გიგა ახვლედიანი, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე და ძველი ლეგიონერი. ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვინდა. არავინ არ არის შემოწმების წინააღმდეგი, თუმცა როდესაც ეს ხდება შემოსევის სახით იბადება ეჭვი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.