სოფელ ეგრნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს ორი ქართველი დაკავებული ბიჭიკო და მაყვალა ცოტნიაშვილები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"საქართველოს ორი მოქალაქე დაკავებული ბიჭიკო და მაყვალა ცოტნიაშვილები, რომლებიც ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის იყვნენ დაკავებულები ქართულ მხარეს გადავეცით", _ განაცხადა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილემ ხოხ გაგლოითიმ.
მასალის გამოყენების პირობები