საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. განცხადება ამის შესახებ სოფელ ეგრნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუსაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილემ ხოხ გაგლოითიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ჩვენ გამუდმებით ვინტერესდებოდით ქართულ მხარსთან აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე ჩვენს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებთა დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის აღსაძვრელად საკმარისი საფუძველი არსებობს. ქართულმა მხარემ კი როგორ იქნა გვაცნობა, რომ საქმე აღძრულია და წარმოების სტადიაში იმყოფება", _ განაცხადა გაგლოითიმ.
მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა პოზიტიური დინამიკა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეების საქართველოს ციხეებში ყოფნას ეხება.
"შეხვედრის მონაწილე ქართული დელეგაციის წევრები დაგვპირდნენ, რომ ჩვენი მოქალაქეების ციხეში ყოფნის პირობები გაუმჯობესებული იქნება, კერძოდ, ისინი დროულად შეძლებენ პირადი ნივთებისა და საკვების მიღებას ნათესავებისაგან. დამუსავდება საკითხი დაკავებილთათვის თანხის გადარიცხის შესაძლებლობისა იმისათვის რათა მათ საჭიურო მედიკამენტები შეიძინონ",_ განაცხადა გაგლოითიმ და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები საქართველოს ციხეებში "უბრალოდ ტყვეები" არიან.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის 23 ე.წ. მოქალაქე იხდის სასჯელს.
"ძნელია მათ პატიმრები უწოდო, მოვიდა დრო სიმართლკეს ჩავხედოთ თვალებში. ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ როგორ იტაცებდნენ მათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს სპეცდანიშნულების დანაყოფები. მათი ბრალეულობის არავითარი დამადასტურებელი ბაზა არ არსებობს", _ აცხადებს გაგლოითი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ საკითხს ახალი მიდგომებით მიუდგება.