კანონი უნდა გამკაცრდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც ამნისტიის, შეწყალებისა და ვადამდე პირობით გათავისუფლების საფუძველზე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. აღნიშნულის აუცილებლობის შესახებ უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა განაცხადა.
კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა "სისხლის სამართლის კოდექსს" ეხება.
ინიციატივის თანახმად, ამნისტიის, შეწყალების ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელის სრულად ან ნაწილობრივად მოხდისგან გათავისუფლებული პირების მიერ დანაშაულის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება. ამავე ცვლილებებით, მათ მიმართ დაუშვებელი ხდება პირობითი სასჯელის დანიშვნაც.
დავითაშვილი კანონში ცვლილების შეტანით საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტაბილურობის შენარჩუნების მექანიზმს ხედავას.