მთავრობის დაპირება იყო ტარიფების შემცირება და არა განახევრება, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. მისი თქმით, ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
"ტარიფების შემცირებასთან დაკავშრებით მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ძალიან მალე ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა კალაძემ.