თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ილია მ. დააკავეს, რომელმაც ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლიდან" 450 ლიტრი საწვავი მოიპარა. მოპარული ბენზინი მას 20 ლიტრიანი პლასტმასის ავზებით საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა. მასთან ერთად დაკავებული არიან მისი სიძე -"რომპეტროლი"-ს ბაზის ტერიტორიაზე მომუშავე კერძო დაცვის სამსახურ „მაგისტრი"-ს თანამშრომელი ალეკო ჭ. და მისი მეწყვილე, ამავე სამსახურის თანამშრომელი, ვასილ დ.
მათ 2012 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში, კომპანიის ბაზის შიდა ტერიტორიაზე მოქმედი სამეთვალყურეო ვიდეო კამერების სისტემა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დროებით გათიშეს, საწვავის გამტარი მილებიდან პლასტმასის ავზები ბენზინით აავსეს, ბაზის ტერიტორიის გარეთ გაიტანეს და ილია მ.-ს ავტომანქანაში მოათავსეს.
მომხდარზე მიმდინარეობს ძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილება.