ამერიკული კომპანია "Мicrosoft" -ი სომხეთში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს კარგავს. ამის მიზეზი, სომხეთის ბაზარზე ამ კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის პირატული კოპირებაა. განცხადება ამის შესახებ სომხეთში "Мicrosoft"-ის წარმომადგენლობის დირექტორმა გრიგორ ბარსეგიანმა გააკეთა.
"ამ დანაკარგების როგორც მინიმუმ 30 % სახელწიფოსა და საავტორო უფლებების დანაკარგებია. მეტიც, ჩვენი მონაცემებით, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა დადგენილია მხოლოდ კომპიუტერთა 30 %-ზე. ამავე დროს ამ შემთხვევაში საუბარი მიდის სომხეთის სახელმწიფო სტრუქტურებზე", _ განაცხადა ბერგესიანმა და დასძინა, რომ ამასთან დაკავშირებით 2009 წლის ბოლოს კოპმანია "Мicrosoft"-მა მთავრობის საყურადღებოდ წარმოადგინა კომპიუტერული პროგრამების არალეგალურ ასლებთან ბრძოლის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ უკვე გახდა სერიოზული განხილვის საგანი ეკონომიკის სამინისტროში. შედეგად, ბარსეგიანის თქმით, სოხმეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ საკითხის განხილვისათვის უკვე შექმნილია უწყებათაშორისი კომისია.
ამას გარდა, ბარსეგიანის ინფორმაციით, მთავრობასთან არსებული კომისია ამავდროულად განიხილავს შესაძლო ცდომილებების საკითხს რესპუბლიკის კანონმდებლობაში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სომეხი ავტორების უფლებების დაცვის საკითხებს. ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების საკითხებსაც.
"მინდა შეგახსენოთ, რომ 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ამერიკელმა პროგრამულმა უზრუნველმყოფებმა "Business Software Alliance"-მ და "IDC Global Software"-მ ჩაატარეს, სომხეთი, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიც არიან საქართველო, ბანგლადეში და ზიმბაბვე შევიდა პირატული პროდუქციის მომხმარებლების სიაში, რომელიც ასევე მოიხმარს პროგრამული უზრუნველყოფის პირატულ ასლებს, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის პირატული ასლები ჩვენს ქვეყნებში 90 % აჭარბებს", _ განაცხადა გრიგორ ბარსეგიანმა.