კომპანია Google თავისი კონკურენტის, სოციალურ ქსელ facebook-ის ნეიტრალიზაციის მიზნით, ახალ პროექტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. ცნობილია, რომ facebook-მა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობით გაუსწრო Google -ს.
ძიების სისტემის გიგანტი გეგმავს მომხმარებელს წარმოუდგინოს Gmail--ის სრულყოფილი ფოსტა, რომელიც ძირითადი მახასიათებლებით facebook-ს არ ჩამორჩება.
თუმცა ექსპერტები მაინც მიიჩნევენ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს Google -მა Gმაილ-თან ერთად, ყოველი ნაბიჯი მხოლოდ "თავდაცვითი" მანევრი იქნება მზარდი კონკურენციის პირობებში.