2009 წელს ნედლმა ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა შეადგინა აზერბაიჯანის ექსპორტის 91,66 პროცენტი, რაც 5,14 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომპიტეტის პრეს-სამსახურმა.
გასულ წელს აზერბაიჯანის მთელი ექსპორტის ოდენობაში ნედლი ნავთობის წილმა შეადგინა 81,57 პროცენტი (2008 წელს - 92,5 პროცენტი), ხოლო ნავთობპროდუქტების წილმა - 10,09 პროცენტი (2008 წელს - 4,3 პროცენტი).
სულ წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან განხორციელდა დაახლოებით 42,7 მილიონი ტონა ნედლი ნავთობისა და დაახლოებით 2,3 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის ექსპორტი.