ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა და სსფ-ს დირექტორთა საბჭომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლითაც 2020 წლამდე საბერძნეთს 43,7 მლრდ ევროს დახმარების ხაზს გაუხსნიან. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპა ცდილობს საბერძნეთის ტვირთი ნაწილობრივ მოიხსნას. აღნიშნული თანხა კი თავის მხრივ არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების მიხედვით აღნიშნული თანხა საბერძნეთს ერთდროულად ჩაერიცხება და არა ნაწილნაწილ.
აღნიშნული დახმარება სავარაუდოდ საბერძნეთის მხრიდან სახელმწიფო ვალის დაფარვისკენ იქნება მიმართული, რომელიც ამ დროისათვის ქვეყნის მშპ-ს 144 %-ია. ევროზონას და სსფ-ს იმედი აქვთ, რომ გამოყოფილი დახმარების შემდეგ, 2012 წლისთვის საბერძნეთის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 120 %-მდე შემცირდება.