ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო უქმდება. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა.
მჭელდლიშვილის განმარტებით, შემოდგომისთვის კვლავ შეიქმნება ამავე სახელწოდების სააგენტო ოღონდ ის დამოუკიდებელ სახელმწიფო სტუქტურად ჩამოყალიბდება.
"ევროკავშირმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთ ერთ წინაპირობად სწორედ ის დაასახელა, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დამოუკიდებელი სააგენტო. აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული აღნიშნული სააგენტოს ლიკვიდაცია მოახდინოს და პრეზიდენტის დავალებით შემდგეგ მის ადგილზე იმავე სახელწოდების დამოუკიდებელი ორგანო ჩამოაყალიბოს", - განაცხადა მჭელიდშვილმა.
მისივე განმარტებით სწორედ შემოდგომისთვს გახდება ცნობილი რა უფლებამოსილება ექნება სააგენტოს.