ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება განახლდა, ამის შესახებ პროკურატურიდან გამოსულმა ყოფილი პრემიერის ძმამ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, იგი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ჟვანიას ამბობს, რომ მან პროკურატურას მის ხელთ არსებული მასალებიუ გადასცა.
"ზურას საქმეზე გამოძიება განალხდა. პროკურატურაში ამ საქმითვის ვიყავი მისული. პროკურატურა გაეცნო იმ მასალებს, რომელიც მე გამაჩნია. მე გავეცანი იმ მასალებს, რომელიც პროკურატურაშია და, ფაქტობრივად, დავიწყეთ თანამშრომლობა. რაიმე დეტალებზე საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. გამოძიება შევიდა აქტურ ფაზაში და ალბათ თავად გამოძიება ისაუბრებს. ეს საქმე დაკავშირებულია კონკრეტულ გვარებთან. დაიკითხებიან კონკრეტული ადამიანები. მე არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ადეიშვილი, სააკაშვილი მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ. შემიძლია ახლაც გავიმეორო. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.