საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 12 თებერვალს ქუვეიტს ეწვევა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის ქუვეიტში ვიზიტი 5-დღიანი იქნება და მის ფარგლებში ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის საკითხები განიხილება.
ვიზიტის დეტალები დაზუსტების პროცესშია და მოგვიანებით გახდება ცნობილი. არ არის გამორიცხული, გილაურთან ერთად ქუვეიტში საქართველოს ეკონომიკური გუნდიც გაემგზავროს. გილაური სამშობლოში 17 თებერვალს დაბრუნდება.