მალე თურქეთი მსოფლიოს საკუთარი თვითმფრინავებით მოამარაგებს. თურქული თვითმფრინავების წარმოება 2014 წლიდან დაიწყება და მისი სახელწოდება Türkkuşu ("თურქული ფრინველი") იქნება.
თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის სახელწოდება კონკურსით შეირჩა. 6 თვის განმავლობაში ნებისმერ მსურველს შეეძლო აღნიშნულ კონკურსში მიეღო მონაწილეობა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალი თვითმფრინავის აწყობა 2014 წლის ბოლომდე მოესწრება და იმავე წელს შევა ექსპლუატაციაში.