დღეს, 26 ნოემბერს, თბილისს რამდენიმე საათით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ეწვევა.
ქეთრინ ეშტონი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან.
გამგზავრების წინ, 17:00 საათზე კი სასტუმრო ,,შერატონ მეტეხში პალასში" ქეთრინ ეშტონი მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ქეთრინ ეშტონი საქართველოს ცენტრალურ აზიაში პოლიტიკური ტურის დაწყებამდე სტუმრობს. როგორც ეშტონმა ეშტონმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დაამტკიცოს, რომ რასაც ის აკეთებს არის ღია და ტრანსფარენტული.
"როგორც ვნახეთ, საქართველომ მიიღო დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება - ხელისუფლების დემოკრატიული ტრანზიცია. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ პრემიერს სურს მიმართოს საკუთარი ენერგია ეკონომიკური გამოწვევების, ასევე საგარეო ურთიერთობების კუთხით, თუმცა მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ყველაფერი რასაც აკეთებს არის ღია და ტრანსფარენტული, განსაკუთრებით სამართლის კუთხით", - აღნიშნა ეშტონმა.