მიმდინარე წლის სექტემბრიდან მეთორმეტე კლასელებს აბიტურიენტის გაკვეთილები დაემატებათ. ამის შესახებ განათლების სფეროში 2010-2011 წლებში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისი განმარტებით, აბიტურის გაკვეთილები მოსწავლეთა მომზადებას ითვალისწინებს იმისთვის, რომ მათ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა შეძლონ. "თავდაპირველად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ძალიან დაბალი იქნება და ის ეტაპობრივად ზოგადი განათლების სიტემის დახვეწის მიხედვით გაიზრდება", - განაცხადა შაშკინმა.
მისივე განმარტებით, სკოლის ატესტატს სწორედ ის მოსწავლეები მიიღებენ, რომლებიც 9-10 გამოცდაში მინნიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, რითაც მათ საშუალება მიეცემათ სწავლა უმაღლეს სასწავლებლები განაგრძონ.