უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება. ამის შესახებ განათლების სფეროში 2010-2011 წლებში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
"ეს იყო ბიუროკრატიული პროცედურა, რომელიც სისტემის განვითარებას ხელს უშლიდა, რადგან ყველაფერი კვადრატული მეტრების დონეზე იყო დაყვანილი. ლიცენზირების პრინციპის გაუქმება კი საშუალება სმოგვცემს აქამდე ჩრდილში მყოფმა 200-მდე სასწავლებელმა ავტორიზაცია გაიაროს. ჩვენ სწორედ ავტორიზებული სასწავლებლების დიპლომებს ვაღიარებთ" - განაცხადა შაშკინმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულს სასწავლებლების რექტორები დადებითად ხვდებიან.