მასწავლებლებს სერთიფიცირებისთვის საჭირო გადამზადების კურსის გავლა უფასოდ შეეძლებათ. როგორც მთავორბის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, პედაგოგების სხვადასხვა კერძო კომპანიებში შესაბამისი გადამზადების კურსის გავლას სახელმწიფო დააფინანსებს.
შაშკინის განმარტებით, აღნიშნულისთვის მასწავლებლებს 160-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდებათ. ამასთან მინისტრის განმარტებით, მასწავლებელთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება.
"მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ მსრუველ პედაგოგს შეუძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს ის რომ მასწავლებელს რომელიც სერთიფიცირებას გაივლის მომავალში ხელფასი გაეზრდება", - განაცხადა შაშკინმა, რომლის განმარტებითაც იმას რომ სახელმწიფო პედაგოგებს კომპეტენციის ამაღლებაში ეხმარება თავად მასწავლებლები დადებითად ხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემაში 2010-2011 წლებში დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე განათლების მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.