27 ნოემბერს, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ლატვიური ნაციონალური სამოსის გამოფენა.
გამოფენა ეძღვნება ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება X-XIX საუკუნეების 37 მოზრდილისა და ბავშვის ეთნოგრაფიული სამოსი.
1992 წლიდან დღემდე ლატვიური ეროვნული სამოსი გამოფენილი იყო აშშ, ნორვეგიის, ჟენევის, დანიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესპანეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის საგამოფენო დარბაზებში.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ლატვიური ეროვნული სამოსის ცენტრი "სენა კლეეტსი".
გამოფენა გაგრძელდება 16 დეკემბრის ჩათვლით.