სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალები ქვეყანაში უსაფრთხო ფრენის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობენ და მაგალითად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული საჰაერო მიმოსვლის კონტროლის განმახორციელებელ სპეციალურ კოშკურა - "TOWER"-ი მოყავთ. საუბარია იმაზე, რომ ბოლო 1,5 წლის განმავლობაში კოშკურას გარედან ლითონის კონსტრუქცია მიაშენეს, რომელიც ანძიდან გამომდინარე სიხშირეებს ახშობს და თვითმფრინავის დაჯდომას აეროპორტში გარკვეული საფრთხეები ექმნება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ არც ერთი ფაქტი, რომელიც ფრენის უსაფრთხოებას ეხება არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე და თითოეული შემთხვევა, დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი და გამოძიებული შესაბამისი კომისიის მიერ.
სპეციალისტების განცხადებით, ბოლო პერიოდში საჰაერო ხომალდების ეკიპაჟმა რადიოკავშირის არასტაბილურ მუშაობასთან დაკავშირებით არაერთი პრეტენზია გამოთქვეს. "TOWER", რომელიც აღჭურვილია კავშირგაბმულობის სპეციალური საშუალებებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, პრობლემები ბათუმის სამეთვალყურეო კოშკურის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო. კერძოდ, კოშკურა ჩაისვა მყარი რკინის ფასადურ პანელში, რომელიც აღშობს ფრენის მართვისთვის განკუთვნილ სასარგებლო სიგნალებს.
სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების წევრი, ნავიგაციის ექსპერტი, ზაზა ჩხაიძე აცხადებს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომა პილოტისთვის დიდი პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც ხშირად თვითმფრინავს არ მიეწოდება სათანადო სიხშირეები. როგორც გაირკვა, საჰაერო მიმოსვლის მეთვალყურეებთან რადიოკავშირის დაკარგვის შედეგად, რაც ფრენისთვის განსაკუთრებით საშიშ მოვლენად ითვლება, ერთ-ერთი რეისის ფრენის ეკიპაჟი, იძულებული გახდა განეხორცილებინა ე.წ. ბრმა დაფრენა. ანუ პილოტმა ყოველგვარი კოორდიტების გარეშე შეძლო თვითმფრინავის დასმა საფრენ ზოლზე, ეს იმ ფონზე როდესაც მას არ მიეწოდებოდა ინფორმაცია ზოლის კოორდინატების შესახებ და პილოტმა არც ის იცოდა ამ დროს ხომ არ ხდება, რომელიმე სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავის აფრენა.
„გადამცემი სიგნალი, როგორც იცით ხორციელდება სპეციალური ანძისგან, რომელიც დამონტაჟებულია „თაუერის" ზედა ნაწილზე. იმავდროულად, ეს მეტალის კონსტრუქციაც თავად წარმოადგენს ანძას, ოღონდაც უფრო მძლავს, ვიდრე ძირითადი ანძაა, რომელმაც ფრენის რეგულირებისათვის უნდა იმოქმედოს. დარღვეულია ასევე განათების სტანდარტები. ნებისმიერი განათება უნდა იყოს მინიმიზებული, რადგანაც ის უნდა იყოს კომბინირებული ერთ ელექტრო სისტემასთან. აი მაგალითად როდესაც თქვენ ტელევიზორს უყურებთ და თქვენი მეზობელი ელეტრო ბურღს იყენებს, ამ დროს თქვენი ტელევიზორი იწყებს ციმციმს და ხდება გამოსახულების წყვეტა. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ტელევიზორის გამოსახულებაზე ელექტროენერგია მოქმედებს, არამედ ეს ხდება იმიტომ, რომ ელეტროენერგია ასუსებს ტელევიზორის სიგნალს და ის სიგნალი რომელიც არის ჰაერში მცირდება.
წლების განმავლობაში ფრენების უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი აკრძალული იყო. დღეს არის დრო, რომ როგორმე მოახოს გამოსავალი და მოხდეს პრობლემის გადაწყვეტა. ამ პრობლემების გადაწყვეტა კი ერთი ადამიანის ან ერთი რომელიმე კონკრეტული სპეციალისტის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია რეისების დისპეჩერიზაციასთან. საქმეში უნდა ჩაერთონ რადიოტექნიკის, ელექტროკავშირისა თუ სხვა დარგის სპეციალისტები"- აცხადებს ზაზა ჩხაიძე.
ექსპერტის განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის სამეთვალყურეო კონტროლის კოშკურები არსად არ არის აგებული ვიზუალური მომხიბვლელობის მიზნით, მათ ფორმებთან და სიმაღლესთან დაკავშირებით არსებობს ICAO-ს კონკრეტული განაცხადი. კოშკურის ზედა სექციაზე ყოველთვის მონტაჟდება მხოლოდ შესაბამისი მიმღებ-გადამცემი ანტენები. "TOWER"-სა და თვითმფრინავებს შორის არ უნდა არსებობდეს არანაირი დაბრკოლება, რომელიც რადიოტალღების გავრცელებაზე გავლენას ახდენს. უსაფრხო ფრენების საკითხს უკავშირდება ავიამეთვალყურის ნებართვის გარეშე განხორცილებული ფრენებიც, რომელიც თბილისის აეროპორტში დაფიქსირდა.
გაერთიანებას ასევე მიაჩნია, რომ აუცილებელია კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება და არსებული ფინანსური რესურსების გამოყენება ამ მიზნით და არა ფასადურ რეკონსტრუქციებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ახლახანს შეიქმნა და მას თავმჯდომარეობს კომპანია Sky Georgia-სპრეზიდენტი გიორგი კოდუა. ორგანიზაციის მიზანია მოხდეს დარგის განვითარების ხელშეწყობა. ამისათვის არასამთავრობო გეგმავს მოამზადოს საქართველოში სამოქალაქო ავიაციის წინაშე მდგომი პრობლემების ანალიზი, შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით და მჭიდროდ ითანამშრომლოს ხელისუფლებათან შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს დახვეწისათვის.