ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკას ცვლის. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განცხადა პენსიის მატება ეტაპობრივად მოხდება.
,,მომავალი წლის პირველი აპრილიდან შესაძლებელი იქნება 67-წლამდე ასაკის პენსიონერბისთვის ისეთივე პენსიის დანიშვნა, როგორიც ჰქონდა 67-წლის ასაკის პენსიონერებს. შესაბამისად მათ 100-ლარის ნაცვლად ექნებათ 125-ლარი. 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერებს და მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსია გაუტოლდება დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს 150_ლარს. ასევე პირველი სექტემბრიდან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მეორე ჯგუფის ინვალიდების არსებული პენსია 70-ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს არსებული 70-ლარი, მარჩენალდაკარგულების 55-ლარი და პოლიტრეპრესირებულების არსებული 55-ლარი გახდება თანაბარი 100-ლარი", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი საპენსიო პირების დისკრედიტაცია აღმოიფხვრება მოხდება მათი საპენსიო უზრუნველყოფა და პენსიების გადაანგარიშება. კერძოდ კი 2013 წლის პირველი აპრილიდან მათი პენსია დამოკიდებული იქნება საპენსიო ასაკზე და ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის სტაჟზე. როგორც ჯურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა ანალოგიურად გადაანგარიშდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომსახურე პერსონალის პენსია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ამასთან 2013 წლის პირველი ივლისიდან უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისთვის რომელთა რიცხვი 480 000 აღწევს სოციალური დახმარება გაორმაგდება, ხოლო რეგრესიული პენსიონერებისათვის შემოღებული იქნება პენსია და დევნილებს არსებული დახმარება გაუორმაგდებათ", _ _განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.