ახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფს, რომელმაც საინგილოში მცხოვრები ქართველების დიალექტი უნდა შეისწავლოს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამუშაოდ არ უშვებენ.
`ჩვენ შევხვდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს და პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ავუხსენით, რომ პროექტი რუსთაველის ფონდის მიერ არის მოწონებული და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აფინანსებს. პროექტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენს სამეცნიერო ჯგუფს საინგილოში სამუშაოდ შესვლის საშუალება რომ მიეცეს, ამ საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროებიც ჩაერივნენ, მაგრამ საინგილოში ამ დრომდე არ გვიშვებენ~, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი გოცირიძემ.
პრობლემის გადასაჭრელად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშსაც მიმართა. `ეს პრობლემა ვიცი რომ დგას და ეს არ ეხება მხოლოდ დიალექტის შესწავლის საკითხს. ჩვენ დადებული გვაქვს ხელშეკრულება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ომბუდსმენის ოფისთან. მე ვთხოვ აზერბაიჯანის სახალხო დამცველს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული ღონისძიებები გაატაროს~, - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.