4 მარტს საქართველოში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა" (Security: the 21st century challenge).
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მოსფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების მე-4 გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება (3, 4, 5 მარტი), როდესაც ასამბლეის თავმჯდომარეობას საქართველო, კერძოდ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" გადმოიბარებს.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორის გოჩა მირცხულავას განცხადებით, კონფერენციის თემა _"უსაფრთოება _ 21 საუკუნის გამოწვევა" მოიცავს ყველა აქტუალურ სფეროს. მათ შორის უსაფრთხოების პრობლემებს, როგორც პოლიტიკის ასევე ეკონომიკის, მედიისა თუ ინტერნეტსფეროებში. მისივე თქმით, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, კონფერენციაში მონაწილებას მიიღებენ ქართული პოლიტიკური სპექტრისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
"რამდენადც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა კონფერენციის გამართვის ინიციატივას. კონფერენციას დაესწრებიან ევროპის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. ასევე შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების პრეზიდენტი", - აცხადებს გოჩა მირცხულავა.
მისივე განცხადებით, ფორუმი საშულებას გვაძლევს წარმოვაჩინოთ არა მხოლოდ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები, არამედ ის წარმატებებიც, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მიაღწია.
"კონფერენციისთვის მეტად სერიოზულად ვემზადებით. იმის მიუხედვად, რომ ჩვენს დედაქალაქში არაერთი წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოფილან, როგორც რეპორტაჟების მოსმზადებლად, ასევე მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად, მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის ფორუმი, მედიის იმ სფეროს ხელმძღვანელების მონაწილებით, რომლებიც ყველაზე ოპერატიულად აშუქებენ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე მოვლენებს მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა", _ აცხადებს მირცხულავა და დასძენს, რომ "ეს არის მნიშვნელოვანი შანსი მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს გავაცნოთ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხები, არსებული პრობლემები და ვისაუბროთ მათი გადაჭრის გზებზე. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ქართული მედიისთვის ასევე, ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებისთვის".
კონფერენციაში იგეგმება შემედეგი ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების მონაწილეობა _ A.F.P. - Agence France Presse საფრანგეთი, AP -ასოშეიტედ პრესი აშშ, APA - Austria Presse Agentur ურ ავსტრია, ANSA - იტალია, DPA - Deutsche Presse Agentur გერმანია, "ANA-MPA" _ საბერძნეთი, "BTA" - ბულგარეთი, BNS - Baltic News Service ბალტიისპირეთის ქვეყნები, "ANADOLU AJANSI" თურქეთი, AGERPRES - რუმინეთი, "ARMENPRESS" - სომხეთი, "АТА" - ალბანეთი, "AZERYAC" - აზერნაიჯანი, CNA - კვიპროსი, "GHN" - საქართველო, "HINA" - ხორვატია, "IRAR_TASS" - რუსეთი, KAZINFORM - ყაზახეთი, MIA - მაკედონია, MOLDPRES - მოლდავეთი, MRI - უნგრეთი, "UKRINFORM" - უკრაინა და სხვ.