სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში 12 თებერვალს დაბრუნდება.
უწმინდესი გერმანიიდან მიუნხენი-თბილისის სპეციალური რეისით ჩამობრძანდება.
ილია მეორე მიუნხენში გეგმიურ სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფებოდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, გერმანიაში ვიზიტის დეტალებზე უწმინდესი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავად ისაუბრებს.
ცნობილია, რომ მარხვის დაწყებამდე, შენდობის დღეს ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვას თავად აღავლენს.