საქართველო ყაზახეთთან კარგ ეკონომიკურ თანამშრომლობას გეგმავს. როგორც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე განმარტავს, წარსულში ყაზახეთთან კარგი ურთიერთობები გვქონდა, თუმცა საბოლოოს რიგი მიზეზების გამო ურთიერთობას აირია, რასაც დალაგება სჭირდება.
„ყაზახეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვქონდა. ისინი საქართველოში 2005 წელს შემოვიდნენ და მიზნად ჰქონდათ საკმაოდ დიდი ინვესტიციების განხორციელება. ამას თან დაერთო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ასევე გაურკვევლობა წინა ხელისუფლებასთან და ერთ-ერთი ასეთი გაურკვევლობა იყო ზუსტად „ყაზტრანსგაზში" დროებითი მმართველის შესვლა. ჩვენ დღეს გვინდა დავარეგულიროთ ეს ურთიერთობა და ამ მიმართულებით დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას", - აცხადებს კალაძე.