პროკურატურაში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის წაუყენებენ, თუ არა დღეს ბრალს კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს დათა ახალიას. როგორც ჟურნალისტებთან დათა ახალაიას ინტერესების დამცველმა განაცხადა, დათა ახალია გამოძებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
,,გამოძიებასთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. ჯერჯერობით არ ვიცი აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. დილის ათი საათიდან აქ ვარ და ველოდები როდის დამიძახებენ, რომ შესაბამისად საქმეში ჩავერთო", - განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელიც სახაზინო ადვოკატია და დათა ახალაიას ინტერესებს იცავს.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, 19 ნომებერს, ამის შესახებ ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, ახალაიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.კბილაშვილის თქმით, ჩვენებებში ცალსახად მიუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები მისი უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა.კერძოდ, მთავარი პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება.
კბილაშვილის ვარაუდით, დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, რადგან იგი საქართველოში არ იმყოფება.