გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე პროკურატურაში დაკითხვაზე 14:00 საათზე დაიბარეს. ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განაცხადებით, შესაძლოა, გიორგი კალანდაძეს სხვა ეპიზოდით წაუყენონ ბრალი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძეს, რომელსაც ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით ედება, რაც ითვალისწინებს სასჯელს 5-8 წლამდე, სასამართლომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღანელი გიორგი კალანდაძე 13 ნოემბერს გირაოს 10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები