,,ვაპირებთ, ყველა დაკავებულის სასამართლო პროცესზე დასწრებასა და მონიტორინგს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის სასამართლო პროცესსაც ესწრებოდნენ.
მისივე განცხადებით, საია ამ ეტაპზე გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობს, თუმცა საქმის შესწავლას უახლოეს მომავალში გეგმავს.
,,ჩვენ თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ ვგეგმავთ შევისწავლოთ, რადგან ჩვენი ინტერესის სფეროა იარაღისა და ნარკოტიკის საქმეები. Bბოლო პერიოდში ვიცით, თუ რა ტენდენციები იყო იარაღისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებით და როგორ ხდებოდა მათი გამოყენება პოლიტიკური ნიშნით დაკავებებთან დაკავშირებით. ამიტომ, ბუნებრივია, გვაინტერესებს ამ კუთხით ახალი ხელისუფლების პირობებში რა ტენდენციებია და ვაპირებთ, დავუკავშირდეთ თენგიზ გუნავას ადვოკატს და საქმე შევისწავლოთ", _ განაცხადა ეკა ფოფხაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის საქმის შესწავლას საია დღეიდანვე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მთავარ პროკურატურაში საჩივარის შეიტანს გეგმავს. მისი განცხადებით, მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და ამ ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. იგი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 18 ნოემბერს გათავისუფლდა.