დიდი დიღმის გუდვილში (ფარნავაზ მეფის გამზ #1), მსოფლიო ჩემპიონმა საკონდიტრო ხელოვნებაში არნო გოტიემ 18 ნოემბერს რამდენიმე დღიანი მასტერკლასის შემაჯამებელი საკონდიტრო ნაწარმის ჩვენება გამართა. ამ დღესვე დაჯილდოვდნენ მასტერკლასის მონაწილე კონდიტერები და კომპანია „გუდვილი", როგორც ფრანგული ფირმა DGF-ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი საქართველოში.
ფრანგი კონდიტერი არნო გოტი საქართველოში ფრანგული ფირმა DGF-სა და მისი ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში ICC GEORGIA-ს ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო ქართველი კონდიტერები გაცნობოდნენ თანამედროვე მსოფლიოს საკონდიტრო მიღწევებს, ახალ ტექნოლოგიებსა და ფრანგულ საკონდიტრო ხელოვნებას.
გუდვილის საკონდიტრო საწარმოში გამართულ მასტერკლასს 25-მდე ქართველი კონიდეტერი ესწრებოდა. კონდიტერები საქართველოში მოქმედი ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები იყვნენ. (მათ შორის: რადისონ ბლუ ივერია, თბილისი მარიოტი, ჰოლიდეი ინნ, მ ჯგუფი, ბუდაბარი და სხვა).
ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი არნო გოტიე წლებია რაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თანამედროვე საკონდიტრო წარმოების მიღწევებს აცნობს. მხოლოდ იაპონიაში მის მასტერკლასს 300-მდე კონდიტერი ესწრებოდა.