19 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში ერთ კვირიანი სამუშაო ვიზიტით ექსპერტი ეწვია. ეს რიგით მეორე ვიზიტია ამ მისიის ფარგლებში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექსპერტი საქსტატის თანამშრომლებს დაეხმარება სტატისტიკური ინფორმაციის მონაცემთა გავრცელების ახალი ერთიანი სისტემის შექმნასა და დანერგვაში.