ჩემთვის ცნობილია იმ სისატიკის შესახებ, რაც თენგიზ გუნავამ სამეგრელო ზემო-სავნეთის სამხარეო პოლიციის უფროსის რანგში სვანეთში და კერძოდ მესიტიაში ჩაიდინა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განუცხადა.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 7 ივლისს მესტიაში ჩატარდა უკანონო და სასტიკი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დააკვეს ნელი ნავერიანი, დავით ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე და შოთა ჯაფარიძე.
"მათი დაკავება მოხდა შეთითხნილი ბრალდებით, თითქოს ნელი ნავერიანმა და სხვა დაკავებულები კანადელ ბიზნესმენს თანხას სძალავდნენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ეს იყო აბსოლუტურად უკანონო სპეცოპერაციას, რომელიც მოიფიქრეს და დაგეგმეს თენგიზ გუნავამ და ზაზა გოროზიამ.
"ამ ქმედების უკანონობა იმითაც ჩანს, რომ აღნიშნულ საქმეზე მე თავად რამდენჯერმე მივედი იმ დროსითვის სამხარეო პროკურორთან როლანდ ახალიასთან, რომელიც ვერ იტანდა ზაზა გოროზიას და მასთან დაპირისპირება ჰქონდა და სწორედ როლანდ ახალიამ მიიღო გადაწყვეტილენა ნელი ნავერიანის გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გუნავას სახელს უკავშირდება ზეწოლა მესტიის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატებზე.
"არჩევნების წინ ამოვიდნენ მესტიის რაიონში. ჩააქრეს ელექტროენერგია და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიუგზავნეს სეპცრაზმის წარმომადგნელები ჩამოჰყავდათ ეს ადამიანები მესტიის გამგეობაში აწერინებდნენ განცხადებებს და ახსნევინებდნენ კანიდატურებს არჩევნებიდან. ამის დამადასტურებელი ფაქტები იუთუბიზეც დევს და დაგიდასტურებენ კანდიდატებიც - ლერი ნაკანი და სხვები", - აცხადებს ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, დეპუტატობის კანდიდატებზე ზეწოლას უშუალოდ თენგიზ გუნავა ახორციელბდა.
"დაკითხონ ნავარიანი, ნაკანი და სხვები და გაიგებენ რასაც აკეთებდა გუნავა სვანეთში", - განაცხადა ჯაფარიძემ.