19 ნომებრერს, სინოპტიკოსები წვიმას და ნისლს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში უმეტესად ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება და დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უნალექოდ ჩაივლის. ქარის სიჩქარე 10-15, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრი წამში იქნება. ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.
მცირე წვიმა და ნისლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოში. აქ უმეტესად ღრუბლიანი დღე იქნება და იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსს მიაღწევს.