ბელგიის დედაქალაქში ბრაზილიელ ნარკოკურიერთან დაკავშირებით საინტერესო იურიდიული კაზუსი მოხდა.
ბრაზილიის მოქალაქე შეცადა ბელგიაში ჩემოდნით შეეტანა 4 კგ კოკაინი, თუმცა სამართალდამცავებმა ის ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცავებმა ნარკოკურიერი სასმართლოში გადაიყვანეს, სადაც მისთვის ბრალი უნდა წარედგინათ.
მოსამართლემ ვერ შეძლო დაკავებულის დაკითხვა, რადგანაც შაბათ დღეს პორტუგალიური ენის თარჯიმანი ისვებდა და მისი სამსახურში გამოძახება ვერ მოხერხდა. შესაბამისაც ვერ ნარკოკურიერს წაუყენეს ბრალი.
მოსამართლე იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა სახაზინო ადვოკატის მოთხოვნა და ბრაზილიელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გათავისუფლებული დაუყონებლივ გაემგზავრა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში და პირველივე რეისით გაფრინდა ბრაზილიაში.