გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატები, მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვენ. როგორც ჟურნალისტებთან თენგიზ გუნავას ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა, გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის დაკავება უკანონოდ მოხდა.
,,დაკავება არის სრულიად უკანონო, რადგან დაკავების დროს მას არ განუმარტეს არანაირი უფლებები. Mმას თავზე ჩამოაცვეს ნიღაბი, გაიტაცეს. არსად დარეკვის საშუალება არ მისცეს, სანამ ყველაფერს არ მორჩნენ. სანამ საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თენგიზ გუნავა ვერც ოჯახს დაუკავშირდა, ვერც ადვოკატს, მეგობრებს", - განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყებამდე გიორგი ონიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით გიორგი ონიანისთვის გიოროს სანაცვლოდ არასაპატიმრო სასჯელის შეფარდების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს თენგიზ გუნავას ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედება. თენგიზ გუნავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო დღეს იმსჯელებს.