თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის მერის მოადგილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს . ხიზანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ თუ ამის აუცილებლობა დადგება, ბრალდებულს არა პატიმრობა, არამედ მაქსიმუმ გირაო უნდა შეეფარდოს.
სასამართლო პროცესს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
შოთა ხიზანიშვილს ბრალი ოფიციალურად 17 ნოემბერს წარედგინა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 158-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს.